უკან14 ოქტომბერი 2026, 14:42
საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება
საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება. ორასზე მეტი სკოლა ისევ ბლოკირებულია. უფლებადამცველები, პოლიციას აქციების დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. აქცია გაიმართა გუშინ. აქტივისტების ნასროლ ქვებსა და ფეიერვერკებს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებითა და წყლის ჭავლით უპასუხეს, დააკავეს 40 ზე მეტი აქტივისტი. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან და შაბათს 17 ოქტომბერს ახალი მასშტაბურ აქციას გეგმავენ.
გაზიარება









