დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა, რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობგარიგებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა, რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობგარიგებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქმე ეხება რუსული კომპანია „ლუკოილის“ გლობალურ აქტივებს, მათ შორის, ნავთობის საბადოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ეს საკითხი ტრამპის მთავარ მომლაპარაკებლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან 5 სექტემბერს, კრემლში გამართული შეხვედრის დროს განიხილა.















