საფრანგეთის პროკურატურა კულტურის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ევროდეპუტატის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე, მისთვის 4-წლიან პატიმრობას ითხოვს
<p>საფრანგეთის პროკურატურა კულტურის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ევროდეპუტატის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე, მისთვის 4-წლიან პატიმრობას ითხოვს. საქმე ეხება 2009-2013 წლებში, ევროპარლამენტის დეპუტატობის პერიოდში, ავტომწარმოებელი კომპანიისგან იურიდიული კონსულტაციების საბაბით 900 000 ევროს მიღებას. პროკურატურის მტკიცებით, ხელშეკრულება, რეალურად ევროპარლამენტში ავტოკონცერნის ინტერესების უკანონო ლობირებას ემსახურებოდა</p>














