სტუდია მონიტორის სიუჟეტი
სტუდია მონიტორის სიუჟეტი ცილისმწამებლურად და არაობიექტურად უკვე შეფასდა, თემამ კი ესტონელი ბიზნესმენის ოლეგ ოსინოვსკის, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მისი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ კითხვები გააჩინა. ბიზნესმენის წარმომადგენელმა პოსტტივის ჟურნალისტს მიწის შესყიდვაში გადახდილ თანხად ჯერ 16 მილიონი ლარი დაუსახელა, შემდეგ კი ცხრა მილიონი თქვა, ის თანხა რაც საჯაროდ იყო ნათქვამი. წამოცდენა თუ უბრალო შეცდომა, მოხდა თუ არა გარიგება, სად არის შვიდი მილიონი, კითხვებით მივმართეთ მხარეეებს. ქრონიკის სატელეფონო ზარებს ჯერ არ პასუხობენ. მათ შორის არის დიმიტრი ქუმსიშვილიც, რომელმაც მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიგვითითა რომ უნდა მივმართოთ ეკონომიკის სამინისტროს.













