სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. გვიან ღამით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით დროშა დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის რეზიდენციაზე, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშა დაუშვეს, პარლამენტის სასახლეზე, ასევე სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე. ომში დაღუპულთა პატივის მიგების მიზნით, დროშა დაშვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე











