გენერალური პროკურორი კოვიდპანდემიის დროს 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა
<p>გენერალური პროკურორი კოვიდპანდემიის დროს 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი. ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წელს მისი მამის - გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო . პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა სამი ადამიანის მიმართ განახორციელა</p>
















