პრემიერ-მინისტრმა რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა, რომელიც ეროვნული ბანკისა და "ჯეი პი მორგანის-ის" ორგანიზებით გაიმართა
პრემიერ-მინისტრმა რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გახსნა, რომელიც ეროვნული ბანკისა და ჯეი პი მორგანის-ის ორგანიზებით გაიმართა. ირაკლი კობახიძემ, ხაზი გაუსვა მსგავსი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ილაპარაკა. ასევე ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლსა და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდ საერთაშორისო აღიარებაზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით კი, მსგავსი ფორმატის შეხვედრის ჩატარება რეგიონული დიალოგის გაღრმავებას და ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებას შეუწყობს ხელს.












