შეერთებულმა შტატებმა პირველად საჯაროდ აღიარა ორბიტაზე შეტევითი კოსმოსური იარაღის განთავსება
შეერთებულმა შტატებმა პირველად საჯაროდ აღიარა ორბიტაზე შეტევითი კოსმოსური იარაღის განთავსება. ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი საჰაერო ძალების მინისტრის, ტროი მეინკის განცხადებაზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომლის თქმითაც ახალი სისტემა „კოსმოსზე კონტროლის“ უზრუნველსაყოფად და ამერიკული შეიარაღებული ძალების დასაცავად იქნება გამოყენებული. იარაღის ზუსტი ტიპი ჯერ-ჯერობით არ სახელდება. ანონიმური წყაროების ცნობით შესაძლოა ლაპარაკი მტრის თანამგზავრების პირდაპირ განადგურებაზე იყოს.













