ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა სტუდენტების მორიგ ნაკადს უმასპინძლა
ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა სტუდენტების მორიგ ნაკადს უმასპინძლა. სტუმრებმა ახალგაზრდებს პოლიტიკური, სპორტული და კულტურული მიმართულებებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ხუთდღიანი საბანაკე პროგრამა მონაწილეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხების განხილვას ეთმობა













