ჩინეთში, მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი
<p>ჩინეთში, მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით პირველად არის წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. წლევანდელი გამოფენის თემაა „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა“. ღონისძიებაში წარმოდგენილია 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო ადგილზე მონაწილეობას ათას 800-ზე მეტი კომპანია იღებს.</p>











