„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელის, ჯორჯ ლუკასის დაარსებული ახალი მუზეუმი ლოს-ანჯელესში იხსნება
<p>„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელის, ჯორჯ ლუკასის დაარსებული ახალი მუზეუმი ლოს-ანჯელესში იხსნება. მუზეუმი ვიზუალური თხრობის ხელოვნებას ეძღვნება და კინოს, ილუსტრაციის, კომიქსის, ფოტოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. ცალკე საგამოფენო სივრცე ეთმობა „ვარსკვლავურ ომებს“. მილიარდი დოლარის ღირებულების კოსმოსური ხომალდის ფორმის მუზეუმის შენობა ჩინელმა არქიტექტორმა შექმნა. ჯორჯ ლუკასის მუზეუმის კარი დამთვალიერებლისთვის 22 სექტემბერს გაიხსნება</p>












