ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული
<p>ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ .</p>














