შვიდი მედალი-პარაძიუდოისტთა წარმატება
<p>ქართველი პარაძიუდოისტების მორიგი დიდი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში ჩემპიონების რანგში დაბრუნდა. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. გუნდური შეჯიბრების გარდა ქართველმა სპორტსმენებმა უმაღლესი სინჯის ჯილდოები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც მოიპოვეს. წინ კი კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევაა, რადგან შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.</p>















