უკან14 აგვისტო 2026, 20:38
სამცხე-ჯავახეთის ახალი რწმუნებული
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი გახდა. მთავრობის მეთაური ახალდანიშნულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად შეხვდა. განიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები. იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გაზიარება














