უკან09 აგვისტო 2026, 17:20
ფილიპინებსა და ჩინეთს უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა
ფილიპინებსა და ჩინეთს უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები, ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც საერთო ჯამში 380 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 7 კი დაშვდა. ჩინეთში კი სტიქიის ეპიცენტრში შანხაი და შენჟენის მეგაპოლისი მოექცა, ქარის სიჩქარე, რომელსაც ძლიერი წვიმაც ახლდა თან საათში 162 კილომეტრს აღწევდა, რეგიონში მასბრივი ევაკუაცია გამოცხადდა.
გაზიარება










