სერიალი „საიდუმლო მასალები“
<p>მსოფლიოში ცნობილი სერიალის „საიდუმლო მასალების“ თაყვანისმცემელს საყვარელ გმირებთან კიდევ ერთი შეხვედრა ელის. 11 სეზონიანი სატელევიზიო შოუს მიხედვით გადაღებული 2008 წლის ფილმი პირველადი სახით, სწორედ იმ ფორმით ბრუნდება, რომელიც ავტორმა გადაიღო და ჯერ არავის უნახავს. კრის კარტერს საკუთარი ნამუშევრის შეცვლა, იმ პერიოდში, იმ მიზეზით მოსთხოვეს, რომ ზედმეტად საშიშად მოეჩვენათ. „საიდუმლო მასალების“ თავდაპირველი ვერსია ციფრულ პლატფორმებზე 14 აგვისტოდან განთავსდება.</p>













