კულტურის დღეები ბრაზილიაში
<p>ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კულტურის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. გაფორმდა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ბრაზილიის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარდგა.</p>


















