კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
<p>ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი ქარელის მუნიციპალიტეტში. სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნანგრევებზე, ახალი ეკლესიის სამშენებლო სამუშაოებს რუის-ურბნისის ეპარქია ატარებს, თუმცა ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურისგან ნებართვა არ მიუღიათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საპატრიარქო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს, კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.</p>

















