უკან28 მაისი 2026, 20:39
შეხვედრა ამერიკულ მხარესთან
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების გეგმა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობა, ორივე მხარემ დაადასტურა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის როლზე
გაზიარება















