ერთნაირისქესიანთა ქორწინების დაკანონება
<p>პოლონეთმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების აღსრულება დაიწყო, რაც უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების საკუთარ სისტემაში აღიარებას გულისხმობს. ვარშავაში, სამოქალაქო რეესტრში პირველი ასეთი ქორწინება უკვე გააფორმეს. საქმე ეხება პოლონელ წყვილს, რომელმაც 2018 წელს ბერლინში იქორწინა, თუმცა პოლონეთი მათ ქორწინებას ამ დრომდე არ აღიარებდა. ცვლილებებს პოლიტიკოსების ნაწილი და იურისტები აპროტესტებენ.</p>














