„მე მომავალში“ - ანტინარკოტიკული კამპანია სკოლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, რომლის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა
„მე მომავალში“ - ანტინარკოტიკული კამპანია სკოლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, რომლის მიზანი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და პრევენციის საკითხებზე ატარებენ. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს 60 საჯარო სკოლას – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში












