ტენდერების თაღლითები - მოპარული მილიონები
<p>დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ამ ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში გაიმარჯვეს და 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დღემდე არცერთ ობიექტზე არ დასრულებულა, მითვისებული თანხა კი, 9 მილიონ ლარზე მეტია.</p>

















