უკან06 აგვისტო 2025, 20:34
შს მინისტრი სტრუქტურულ დანაყოფებში
შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტს ეწვია. გეკა გელაძემ სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები, დანაყოფისთვის განკუთვნილი ავტოპარკი და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად, ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას დაესწრო და ბაზაზე არსებულ კინოლოგიურ სამმართველოსაც ესტუმრა. გეკა გელაძემ დანაყოფების ძირითადი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის კი მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე იმყოფებოდა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში. თანამშრომლებთან შეხვედრისას მან ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ეწვია.
გაზიარება

















