მორიგი კითხვა - ისევ დუმილი
<p>კონკურსი წესების გარეშე და გრანტი “ნაციონალური მოძრაობისთვის”. კითხვები: რისთვის და რამდენი გადმორიცხა საფრანგეთმა ან რა კრიტერიუმებით მიიღეს ფული მაინცდამაინც ნაცმოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრების ორგანიზაციებმა- ისევ უპასუხოდ რჩება. არ ვიცით კონკურსის პირობები და არც ის, რატომ დაასწრო ტრანშმა გრანტების შესახებ კანონს რამდენიმე საათით. საელჩოს დუმილი კიდევ უფრო ხმაურობს.</p>



















