უკან08 აპრილი 2025, 20:43
აჭარის პოლიციის ახალი უფროსი
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა. გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი დავალებებიც მისცა.
გაზიარება


















