ზურაბიშვილის შეურაცხყოფა ქომაგებს
ყველა ვთანხმდებით, რომ გულშემატკივართა მცირე ნაწილის ქმედება, რომელსაც გუშინ საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ დინამო არენაზე ჰქონდა ადგილი, დასაგმობია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ქართული ენა ცუდად იცის, უფლება აქვს გულშემატკივრების თუნდაც ამ ნაწილს საჯაროდ ის სიტყვა უწოდოს, რომელსაც აქ, შეგნებულად არ გავიმეორებთ. ფანების ამ მცირე ნაწილის საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფასგან სანქციები ელის, სალომე ზურაბიშვილს კი პასუხი საზოგადოებამ უკვე გასცა.

















