ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულები
90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირებული ნეშტები დღეს დაკრძალეს. მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 6 იდენტიფიცირებულიდან, 5 სამხედროა, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქე. მათი ნეშტების გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით მოხერხდა


















