„ევროპული საქართველოს“ წევრი იძულების ბრალდებით დააკავეს
არასრულწლოვანის იძულების ბრალდებით ვანში „ევროპული საქართველოს“ რეგიონული თავმჯდომარე დააკავეს. არსებული ცნობით, კობა ძაგნიძემ 16-ი წლის გოგონას ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და კითხვები პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვა. არასრულწლოვანმა პოლიციას თავად მიმართა, რის შემდეგაც კობა ძაგნიძე, „ქრონიკის“ ინფორმაციით, საკუთარ სახლში დააკავეს. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ბრალდება მძიმეა და დეტალებში ერკვევიან. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს











