უკან04 ოქტომბერი 2026, 21:28
რუსულმა ძალებმა დღეს დილას კიევში ჩრდილოეთის ხიდს კიდევ ერთხელ დაარტყეს
რუსულმა ძალებმა დღეს დილას კიევში ჩრდილოეთის ხიდს კიდევ ერთხელ დაარტყეს. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა, თუმცა დაზიანების მასშტაბზე არ უსაუბრია. ჩრდილოეთის ხიდზე თავდასხმა 3 ოქტომბრის დილასაც განხორციელდა. მანამდე, 1-ელ და 2 ოქტომბერს რუსებმა სამხრეთის ხიდს დაარტყეს.
გაზიარება















