უკან24 სექტემბერი 2026, 00:16
ჩინეთშია ეკონომიკის მინისტრი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს
ჩინეთშია ეკონომიკის მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს. მთავარი საკითხი შუა დერეფნის განვითარებაა. ეკონომიკის მინისტრმა ყველა ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა. დღესვე მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის თავმჯდომარეს შეხვდა.
გაზიარება















