სელინ დიონის დიდი დაბრუნება სცენაზე
სელინ დიონის დიდი დაბრუნება სცენაზე. ექვსი წლის შემდეგ. პარიზში გამართული კონცერტების სერიის პირველი შოუ შედგა. წარმოშობით კანადელმა მომღერალმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაძლია და თაყვანისმცემლები მისი ხმით ისევ აღაფრთოვანა. პარიზის მახლობლად, ნანტერში მდებარე პლენიტუდ არენაზე დიონის მოსასმენად დაახლოებით 30 000 მაყურებელი შეიკრიბა. სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილი კონცერტების პირველი ეტაპი 16 შოუს მოიცავს. დამატებით 10 კონცერტი 2027 წლის მაისისთვისაა დაგეგმილი.













