უკან30 აგვისტო 2026, 00:23
ომი უკრაინაში-იერიში ბუჩაზე
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ინტენსივობა გაიზარდა. რუსული ძალების სამიზნე ბოლო რამდენიმე დღეა, დედაქალაქი კიევი და მისი შემოგარენია. გახშირებული თავდასხმების ფონზე უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მობილიზაციის პროცესს გაგებით მოეკიდონ. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კი დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა.
გაზიარება





