დავით ზალკალიანი ადამ კინზინგერს შეხვდა
ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინაში ომი და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იყო.