ანდრიაობა- ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული
ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ტაძარში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა. მანამდე კი მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნული დღესასწაული სოციალური ქსელით მიულოცა.