პარლამენტმა ქართული სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს უმასპინძლა
პარლამენტმა ქართული სკოლის უკრაინელ მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილე პატარებს სკოლის აქსესუარებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გადასცა. ღონისძიებას მასპინძლობდნენ პარლამენტის წევრები, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები და საპატიო კონსულები. უკრაინელი ბავშვები დღევანდელ დღეს მთაწმინდის პარკში გაატარებენ.