მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაამტკიცა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაამტკიცა. 400 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“. ადამიანური კაპიტალის პროგრამა გამოიყენება დასაფინანსებლად , განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებაზე, უკეთ ფოკუსირებული სოციალური დახმარებით და ძლიერი პრევენციული ჯანდაცვით, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯით.