სააკაშვილის პირადი ექიმის ხარჯებს სახელმწიფო ფარავდა
მანკიერი პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს საკმაოდ გავრცელებული იყო - მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების თუ მათთან დაახლოებული პირების საზღვარგარეთ მოგზაურობა, ცხოვრება და მკურნალობა ხალხის ფულით. დღეს გრიფით საიდუმლო დოკუმენტზე მოგიყვებით, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის უცხოეთში მოგზაურობისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვას ასახავს. თანხა საკმაოდ სოლიდურია და თითქმის 125-ი ათასს შეადგენს.

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები