მორიგი ყალბი ამბავი და მიზანმიმართული შეტევა ანრი ოხანაშვილზე
მიზანმიმართული შეტევა უმრავლესობის დეპუტატზე. მთავარისა და ფორმულას ორკესტრირებული იერიშის ობიექტი ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. ორივე მედიასაშუალება აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიხედვით, ოხანაშვილის სიმამრმა ქონება სიძის გავლენების ხარჯზე დააგროვა. რეალურად კი, საუბარია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლის ნაწილს მეპატრონე იქამდე ფლობდა და ამუშავებდა, ვიდრე ოხანაშვილი დეპუტატის მანდატს მოიპოვებდა. უმრავლესობის წევრი მზად არის ყველა შეკითხვას ნებისმიერი არხის პირდაპირ ეთერში უპასუხოს და თუ რაიმე კანონდარღვევას დაუმტკიცებენ, დეპუტატის მანდატსაც შეელიოს. ყალბი ამბების ტირაჟირება დაგმეს დრეს იურიდიულს აკითხთა კომიტეტის სხდომა
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
