ჰქონდა თუ არა გავლენა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებას
ჰქონდა თუ არა გავლენა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პროცესში, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებას?! დღეს დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილს ჰკითხეს, მიიღეს თუ არა კომისიის წევრებმა დირექტივა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა და საჯაროდ თვა, რომ საზღვრის ხაზი ისე უნდა გაივლოს, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს. ივერი მელაშვილ ამაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია თუმცა სასამართლო სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიება აბსურდულია.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები