დეკანოზის სკანდალური ქადაგება
ჭიათურის ერთერთი ტაძარის დეკანოზის სკანდალურ ქადაგებას, საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ და ამბიონიდან გაკეთებული განცხადება მისთვისაც მიუღებელია. თადეოზ სარალიძემ ქადაგებისას თქვა, რომ მთავარია, ბავშვები ვაჟკაცები და ეკლესიის ერთგულები გაიზარდნონ, რადგან თუკი, ადამიანმა არც სპორტში ივარგა და არც ეკლესიაში, მაშინ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს. თავად დეკანოზ თადეოზ სარალიძე დღეს კომენტარს აღარ აკეთებს და აცხადებს, რომ მის გუშინდელ ქადაგებას, მოგვიანებით ქადაგებითვე გამოეხმაურება.