ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. მერიის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები უკვე ათას 400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
