საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში
ნატო მოუთმენლად ელოდება ალიანსის ღირებული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენთან შეხვედრას - ამის შესახებ ქრონიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაი ამბობს. საქართველოს პრეზიდენტი 2021 წლის პირველ ვიზიტს ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან დაიწყებს. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქსტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურავიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს ესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგამა უნდა შეფასდეს.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები