ტინი კოქსის ანგარიში საქართველოზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ანგარიშს აქვეყნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტინი კოქსი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები. ასამბლეის დელეგაცია მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება, მალე გამოასწოროს დარჩენილი ხარვეზები, კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონების და რეგულაციების გაუმჯობესების მხრივ.