გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები?
გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები? სწორედ ეს იყო განხილვის საგანი კერძო სექტორსა და ნათია თურნავას შორის შეხვედრის დროს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც მომდევნო დღეებში ისევ შეიკრიბება. საბჭოს სხდომამდე კი ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეხვედრა იყო პოზიტიური შინაარსის და ბიზნესი მობილიზებულია, რათა ყველა რეკომენდაციის დაცვით განაახლოს მუშაობა. როგორც დღეს გაირვა, არ არის გამორიცხული შეზღუდვა დაწესდეს მომხმარებლის რაოდენობაზე. სავაჭრო ობიექტები მზად არიან ეს და სხვა ნებისმიერი შეზღუდვა გაითვალისწინონ. კერძო სექტორის წარმომადგენლების თქმით, თუ არ გაიხსნებიან მიიღებენ ზარალს, რომელიც ბიზნესების დახურვას გამოიწვევს. მათი თქმით მოფიქრებული აქვთ სხვადასხვა მექანიზმი რათა ვიზიტორთა რაოდენობა გაანაწილონ. აქვე გეტყვით, რომ ამ დრომდე გახმოვანებული გეგმა ასეთია, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვათა ნაწილი უნდა შემსუბუქდეს. ამ პერიოდში სავაჭრო ცენტრების, ღია და დახურული ბაზრობების, ასევე მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის განახლებაც იგეგმება, თუმცა, როგორც ოფიციალური განცხადებებიდან ვიგებთ, მთავრობა ვითარებას ჯერ კიდევ აკვირდება