ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრა - რა უნდა გადასცენ ელჩებმა მმართველ პარტიას
ყველა პარტია განაგრძობს ფიქრს, როგორ ვიპოვოთ ჯადოსნური საერთო პოზიცია - ასე აღწერენ მოდერატორი ელჩები მესამე რაუნდამდე არსებულ ვითარებას. შეთანხმების იმედს მხარეებიც ინარჩუნებენ. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე მაქსიმუმ 1 კვირა დარჩა. ერთთვიანი პროცესი დროის ამ მონაკვეთში უნდა დასრულდეს და გამოჩნდეს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე. ხელახალი არჩევნები მმართველი პარტიის წითელი ხაზია, ოპოზიციისთვის მთავარი მოთხოვნა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ კრიზისის დაძლევის გეგმა შეიმუშავეს და დიპლომატებს ქართულ ოცნებასთან გაატანეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
