საქართველოს პირველი დიპლომატი ნატოს მინისტერიალს სწორედ ახლა უერთდება
საქართველოს პირველი დიპლომატი ნატოს მინისტერიალს სწორედ ახლა უერთდება. დავით ზალკალიანი ალიანსის წარმომადგენლებს ვარშავიდან მიმართავს. ქართული მხარე არსებითი პაკეტის განახლებას ელის. ალიანსმა უკვე დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე მზადაა და ის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს პოლონელ კოლეგასთან ერთად ვარშავიდან უკვე შეუერთდა. საქართველო რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ყველა პოლიტიკურ დიალოგში აქტიურად არის ჩართული და პარტნიორებს ახალ იდეებსაც სთავაზობს. მინისტრები კი იმ გადაწყვეტილებებზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ნატოს და პარტნიორ ქვეყნებს დაიცავს და გაანეიტრალებს კრემლის აგრესიული ქმედებებით გამოწვეულ საფრთხეს. უკვე მზად არის ექსპერტთა დოკუმენტიც, რომლითაც გენერალური მდივანი ალიანსის ლიდერების წინაშე მომავალ წელს წარდგება.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები