აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის სამი მონაწილე დააკავეს
რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ინფორმაციით, აქტივისტებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწვევას, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. უკვე მეორე დღეა ბათუმში პროტესტი სამართალდამცველებთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად ოპოზიციის წარომადგენლები, აჭარის მთავრობის სხდომის პარალელურად შეიკრიბნენ, როგორც მოგვიანებით მედიასთან განაცხადეს, დაკავებების მიზეზი მათი აქცია-პერფორმანსი გახდა, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია სამართალდამცველთა ვერსია.