დავით გარეჯის საქმე - დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიციის ნაწილმა აქცია გამართა
დავით გარეჯის საქმე - დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიციის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება. დღეს „ქრონიკამ“ ამ საქმის პროკურორი ჩაწერა, რომელმაც თქვა რომ პროკურორებს დასკვნა ამ დრომდე არ მოუთხოვიათ. მისივე თქმით არ არის გამორიცხული დავით გარეჯის საქმეზე დამნაშავეთა წრე კიდევ გაფართოვდეს.

სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები