თბილისის საქალაქო სასამართლოში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მოსამართლის თანდასწრებით, კალანდაძე გამოძიების კითხვებს დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით პასუხობს, პროკურორის თქმით, კალანდაძესთან მთავარი კითხვები 2012 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ექნებათ, როდესაც მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დავით-გარეჯის ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან, არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს ეკუთვნოდა

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები