ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარლამენტის ერთპარტიულობას ხელი “ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა შეუწყოს და პარლამენტმა ოპოზიციას დეპუტატების უფლებამოსილება არ უნდა შეუწყვიტოს
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარლამენტის ერთპარტიულობას ხელი “ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა შეუწყოს და პარლამენტმა ოპოზიციას დეპუტატების უფლებამოსილება არ უნდა შეუწყვიტოს. მისი შეფასებით, „ოპოზიცია ჩიხშია შესული“. საყვარელიძის განცხადებით, არც ერთი კანონიერი გზით ახლა საპარლამენტო არჩევნები არ უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება, ოპოზიციის წევრების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის საკითხს, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ თუ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობენ, მაშინ არც საბიუჯეტო დაფინანსება უნდა ჰქონდეთ.